პროექტის სახელწოდება- ,,მთის სატკივარი ”
პროექტის იდეა- მომავალი თაობა დაინახავს,თუ რა მდგომარეობაა მთაში მიგრაციის თვალსაზრისით,და გაუჩნდებათ იმის სურვილს,რომ არ დატოვონ მშობლიური ადგილები, ამასთან ერთად ისინი გაეცნობიან თავისი სოფლის ისტორიას.
პროექტის აქტუალობა-დღესდღეისობით საქართველოს მთიანეთში მიგრაციის მაღალი დონეა,მთა იცლება მოსახლეობისგან,თემა აქტუალურია იმდენად რამდენადაც ჩვენი სოფელი დაცლის პირასაა და სკოლას დახურვის საშიშროება ემუქრება.
პროექტის მიზნები-მოსწავლეები შეისწავლიან ბოლო 10 წლის განმავლობაში რამდენი ოჯახო ან ოჯახის წევრი წავიდა სოფლიდან სხვაგან საცხოვრებლად ან სამუშაოდ, და გააკეთებენ ბოლო 10 წლის სტატისტიკას როგორც დიაგრამის ასევე ცხრილის სახით,და შეისწავლიან მიზეზებს.
მოსწავლეთა ასაკი- 14-15 წელი
ვადები- 2 კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას- მოსწავლეების მიერ შეიქმნება ფოტო, ვიდეო მასალები,სტატისტიკა, პრეზენტაცია რაც მერე განთავსდება ინტერნეტ სივრცეში.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები- ფოტო/ვიდეო კამერა, პროექტორი,კომპიუტერი,ფორმატი, თაბახის ფურცლები, ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა- კლასი დაიყოფა ორ ჯგუფად. მოსწავლეებს გაუნაწილდებათ სამუშაო უბნები, რის შემდეგაც დაიწყებენ ინფორმაციის მოძიებას(მოსახხლეობის გამოკითხვას) თავიანთ უბნებზე. მოღებულ ინფორმაცია
(ფოტო/ვიდეო მასალები,ინტერვიუები) შეიკრიბება, დახარისხდება და შედარებას გააკეთებენ წინა წლებთან. შემდეგ მოამზადებენ პრეზენტაციას და პერიოდულად გაივლიან კონსულტაციებს მასწავლებელთან,რადგან არ მოხდეს პროექტის იდეისგან გადახვევა.
საგნებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი - მათ. გაძ. VII.14. მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება.
მათ. გაძ. VII.15 მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოწესრიგება და წარმოდგენა დასმული ა.მოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
მათ. გაძ. VII.16. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია და ანალიზი ამოცანის კონტექსტის გათვალისწინები.
პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას სოფლის იტორიისა და გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი) - თაია ყორიაული
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი- taia-ict2.blogspot.com
No comments:
Post a Comment